- საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიციირებული პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 800 665 ლარს შეადგენს.
პარკის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაეცნენ.
პროექტის შესაბამისად მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი, სანიაღვრე სისტემა, ველობილიკი, სტადიონი, სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სკამები, განათება, ღობე, „წყლის სოკოები“, მდინარის სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეები, საფეხმავლო ბილიკები და დაიგება ფილები.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არბა“ ახორციელებს.