- ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საალანიო-საფაჩულიოში მიმდინარეობს სანიაღვრე არხების ამოწმენდა, ხოლო ზემო ქვალონსა და სახოჭოლავოში – შიდა გზების რეაბილიტაცია.
პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 34230 ლარს შეადგენს
2022 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 53 პროექტი განხორციელდება.