- საქართველოში აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები – „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომელიც ევროკომისიის მე-9 რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს, რაც გულისხმობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებულ კონსოლიდაციას.
კანონპროექტის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა მსხვერპლის (ორსული) წინასწარი ინფორმირებული თანხმობის გარეშე, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.