- “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პირველ გურიფულში საბავშვო ბაღის ღობის, ხოლო მეორე გურიფულში – გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები ადგილობრივმა მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩია.
ინფორმაციისთვის: 2022 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 53 პროექტი განხორციელდება.