- ხეთაში, პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 308998 ლარია, შპს “შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
ინფორმაციისთვის: გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად მუნიციპალიტეტის ხუთ ერთეულში მიმდინარეობს.