- გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
დაიგება რკინა-ბეტონის საფარი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და ეზოებში შესასვლელები.
ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 282 799 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “შარა-გშამშენი პირველი” აწარმოებს.