- ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი აშენდა.
ადმინისტრაციულ ერთეულში მოწყობილი სპორტული მოედანი მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელში სპორტული მოედნის მოწყობის ინიციატივით მერიას მიმართა.
სტადიონის მშენებლობაზე 117 000 ლარი დაიხარჯა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.