- დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხამისკური, საკუკავო, საქირიო, ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა, თორსა, დღვაბა. დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხამისკური, საკუკავო, საქირიო, ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა, თორსა, დღვაბა.) დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
დასახლების კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციებზე მოქალაქეებმა ღია კენჭისყრით ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირეს მხარი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია:
•სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიის შენობები;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილის რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;
• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
• გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
სოფლებში გამართულ კრებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დასახლების კრება და მოსახლეობასთან კონსულტაცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება.