- ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საგანგებო მართვის მუნიციპალური გეგმის მომზადების საკითხებზე სწავლება გამართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), ასევე, საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.
სწავლების მთავარ მიზანს ხობის მუნიციპალიტეტების მერიის ხელმძღვანელი პირების და სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების მომზადება და მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა. სწავლებაში, ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა.