- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 21 მარტს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თოჯინების სპექტაკლის – „ბრიყვი მამალი“ პრემიერა შედგა.
საბავშვო სპექტაკლი „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ მხარდაჭერით, რეჟისორმა მანანა შამათავამ დადგა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ესწრებოდნენ.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კულტურის სახლის ფოიეში ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო.