- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ხე-მცენარეებისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 8-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებზე არხების გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
პროექტს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.