“ანტირელიგიური კამპანია სამეგრელოში და ხობის მონასტერი XX საუკუნის 20-30-იან წლებში”

  • ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში ჩატარდა ლექცია-საუბარი თემაზე: “ანტირელიგიური კამპანია სამეგრელოში და ხობის მონასტერი XX საუკუნის 20-30-იან წლებში“.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მომხსენებელმა, ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ ისაუბრა ბოლშევიკების მიერ ეკლესია-მონასტრების, მათ შორის – 1923 წლის აპრილში ხობის მონასტრის დახურვაზე, სასულიერო პირების დევნაზე, ანტირელიგიურ კამპანიაზე და სასულიერო პირთა გამორჩეულ ღვაწლზე.

N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს მოხსენებები ხობის მონასტერში დაცული სიწმინდეების და XIX-XX ს.ს. პრესაში ხობის მონასტერზე გამოქვეყნებული მასალების შესახებ.

ლექცია-სემინარს სასულიერო პირები, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო