სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა

  • ხობში, შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკი) და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონორთა აქცია – „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ გაიმართა.


დონორთა აქციაში საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.


„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.