ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა

  • ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოდან“ ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა.

მისი განცხადებით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია და უნდა გაიმარჯვოს ისეთმა კანდიდატმა, რომელიც საქმის გაკეთებაზე იქნება ორიენტირებული.

მისივე მტკიცებით, ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებიცაა.

„ამომრჩევლებს მივმართავ მოახდინონ სრული მობილიზაცია, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რათა გაიმარჯვოს იმ კანდიდატმა, რომელიც თითოეულ ადამიანზე იქნება ორიენტირებული და გააკეთებს საქმეს. ერთ-ერთ უბანზე 10-15 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანია სიაში, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების ცნობა ვნახე. ეს ერთი ფაქტი არაა. ასეთი უამრავია, მიცვალებულებია სიებში. მე გამარჯვების მოლოდინი მაქვს, მაგრამ არც მეორე ტურს გამოვრიცხავ“, – განაცხადა ბესიკ წულეისკირმა.

წყარო