- 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში – ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები – 500 ლარს მიიღებენ.