- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 წლამდე ბავშვი გარდაიცალა და ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
წყარო