- დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდი დარბაზის სცენაზე სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის დასმა, ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით დადგმული მუსიკალური სპექტაკლი – ,,ბრემენელი მუსიკოსები“ წარადგინა.
სპექტაკლის ჩვენება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და მერიის მხარდაჭერით გაიმართა.