- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ქალთა ფონდ “სოხუმის“ ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “გენდერი, გენდერული ძალადობა“.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფონდის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის ფორმების, პრევენციის ღონისძიებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისაუბრეს.
მომხსენებლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ფონდის მიერ შემუშავებული ძალადობის მსხვერპლთა სერვისების შესახებ.
ტრენინგს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები ესწრებოდნენ.