- ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში მდინარე მუნჩიაზე საცალფეხო ხიდის მშენებლობა და ხიდთან – ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა.
უწყების ცნობით, პირველ მაისში განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.
ინფრასტრუქტურული პროექტები მერიამ, მოსახლეობის წინადადების საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის და სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით განახორციელა.