- ქალაქ ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს“ ხატი დააბრძანეს.
ხატზე გამოსახულია ხელაპყრობილი და მვედრებელი დედა ღვთისა.
ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებამ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.
პარაკლისს მრევლთან ერთად ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხატი ხობის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დააბრძანეს, რის შემდეგაც კულტურის სახლის მცირე დარბაზში საჯარო ლექცია ჩატარდა.
დღეს, 14:30 საათზე “ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს“ ხატი ერთი დღით გადაბრძანდება ნოჯიხევის ხარების დედათა მონასტერში, ლოცვის დასრულების შემდეგ მონასტრის საკათალიკოსო სასახლეში გაიმართება შეხვედრა მრევლთან თემაზე: „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“.
4 აგვისტოს ხატი ფოთის საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება.