- რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყერი ჩამოწვა.18 ადამიანი დაიღუპა ხოლო 17 დაკარგულად ითვლება.
სამაშველო ძალები აქტიურად არიან ჩართული სამძებრო სამუშაოებში.
სამძებრო სამუშაოებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.
შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.
ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო