- დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას ეწვივნენ, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
წელს, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში 293 პირველკლასელი ჩაირიცხა. საჯარო სკოლების 249 პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად კომპიუტერი (ნეთბუქი) გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით.