- ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულში ,,მაჩხომერის’’ არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე მკვლევართა ჯგუფი არქეოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, რევაზ პაპუაშვილის ხელმძღვანელობით არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებს.
მეცნიერებმა ,,მაჩხომერზე’’ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბუკიას გააცნეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „მაჩხომერზე“ არქეოლოგიური კვლევები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსი ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლია, რომელიც IV-VI საუკუნეებით თარიღდება.