- ხობის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გვიმარონში (შუა ქვალონი), საბაჟოსა (ჭალადიდი) და საბუკიოში (თორსა-დღვაბა) ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება სანიაღვრე არხები.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 49 პროექტი განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განსახორციელებლად 922 000 ლარია გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.