- დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდების მონაწილეობით „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებული პატარა ფოთის სკოლა გახდა, მეორე ადგილი საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე შუა ხორგის სკოლის გუნდი გავიდა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინტელექტუალური კონკურსი საგანმანათლებლო რესურსცენტრის, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.