- ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჩხონში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
ნოჩხონში გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია გაეცნენ.
პროექტის შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა.
სარეაბილიტაციო ობიექტზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაგებულია და მეორე ფენის დაგება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 589 526 ლარია.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს ხობის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.