- ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
თორსა – სკოლის შემოღობვა და არხის რეაბილიტაცია
წინაგოლა – ნაპირსამაგრის მოწყობა
ყულევი – სკვერის რეაბილიტაცია
ნოჯიხევი (დასახლება) – რკინის ცხაურის მოწყობა
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განსახორციელებლად 922 000 ლარია გამოყოფილი.
ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩიეს.