- “ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრმა” ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი შეიძინა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმციით, ახალშეძენილი ინვენტარი სპორტის ცენტრის ჯგუფებსა და წრეებს გადაეცა.
უწყების ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში სპორტული ინვენტარის შესაძენად 300 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.
„ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრში“ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპორტული ინვენტარის და ეკიპირების შესაძენად გამოცხადდება ტენდერი.