- დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
ხობის მუნიკციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებული ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი შუა ხორგის სკოლამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი ზემო ქვალონის სკოლის ნორჩმა ინტელექტუალებმა დაიკავეს.
ინტელექტუალური კონკურსი ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.