- ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, 9 აპრილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ბიაში გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
პროექტის შესაბამისად დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები. დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და ხელოვნური საგზაო ბარიერები.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 640 113 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.