- 2024 წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულები სახელმწიფო დაწესებულებებში 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირების 13 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა.
სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
იხილეთ ვაკანსიები:
ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი საქმისწარმოების საკითხებში – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88188…
ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი საჯარო ინფორმაციიის მომზადების საკითხებში – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88242…
ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი ადამიანური რესურსის მართვის საკითხებში – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88352…
ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88373…
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი მშენებლობისა და არქიტექტურის საკითხებში – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88484…
ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88276…
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის საკითხებში – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88504…
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტაჟიორი შესყიდვების საკითხებში – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88558…
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის სტაჟიორი მუნიციპალური ქონების მართვის საკითხებში – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88651…
კულტურის, განათლების, სპორტის,ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტაჟიორი ძეგლთა დაცვის საკითხებში – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88654…
კულტურის, განათლების, სპორტის,ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტაჟიორი სპორტის საკითხებში – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88656…
შრომის, საზოგადოებრრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სტაჟიორი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88662…
შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის სტაჟიორი შიდა აუდიტის საკითხებში – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88668…
კურსდამთავრებულთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას. კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3000-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელსაც სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა მისცემს შესაძლებლობას, გაიაროს სტაჟირება სასურველ რეგიონსა და საჯარო უწყებაში.
პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრში.
კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იქნება სტუდენტის აკადემიური მოსწრება – GPA 2.8-4.0, ან/და ქულათა სისტემა 71-100 ქულის მაჩვენებელი. გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა უმაღლესი მოსწრების აპლიკანტს მიენიჭება.
პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები, კრიტერიუმები და განაცხადის ფორმა მოცემულია შესაბამის ლინკებზე.