“ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრს” აკუსტიკური და ციფრული პიანინო გადაეცა

  • საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში – “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” გამარჯვებულ “ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრს” აკუსტიკური და ციფრული პიანინო გადაეცა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადმოცემული აკუსტიკური პიანინოს ღირებულება 15000 ლარია, ხოლო ციფრული პიანინოსი – 4800 ლარი.

პროექტის მიზანს უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის ამაღლება, საშემსრულებლო ოსტატობის სრულყოფის და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.