ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა

  • პაატა თათარიშვილის სახელობის ხობის ცენტრალურ სტადიონზე ხობის “კოლხეთი-2”-ის ყოფილი ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებული ხობის „კოლხეთი“ გახდა, მეორე ადგილი ზუგდიდის „ბაიამ“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე სამტრედიის საფეხბურთო სკოლის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი გავიდა.

ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებითა და სუვენირებით დაჯილდოვდნენ.

საფეხბურთო პირველობაში ხობის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის, ხონის და სამტრედიის საფეხბურთო სკოლების ნორჩი ფეხბურთელთა გუნდები მონაწილეობდნენ.

სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

+17