- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში მინი სტადიონის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ ზენში (საჯიჯაო) – მოსაცდელის მშენებლობა მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 53 პროექტი განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განსახორციელებლად 1 მილიონ 21 ათასი ლარია გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.