- ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ანა არაბულმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლების გახსნეს და პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა. სკოლა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა ფასადი, სველი წერტილები, სასწავლო და ადმინისტრაციული ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, შიდა და გარე სპორტული მოედნები. მოეწყო გათბობის, წყალ-საკანალიზაციო და ელექტრო გაყვანილობის სისტემა. პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელების შედეგად, შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 სკოლებში სასწავლო პროცესი სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარიმართება.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს