- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.
უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.
“საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი დაფინანსდება.
პროგრამაში მონაწილეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
განაცხადები სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება:
▪︎ ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
▪︎ ქ. გორი, სამების ქ.N1;
▪︎ ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა;
▪︎ ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
▪︎ ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.