ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლის გადასახური მასალა, ხოლო ავარიული სახლების გასამაგრებლად - ცემენტი და ბლოკი გადაეცათ. ხობის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 113 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა 40 ოჯახს გადაეცა. ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში...
Blog
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2024 წლის 2 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2024 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ...
ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა
პაატა თათარიშვილის სახელობის ხობის ცენტრალურ სტადიონზე ხობის "კოლხეთი-2"-ის ყოფილი ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ხობის „კოლხეთი“ გახდა, მეორე ადგილი ზუგდიდის „ბაიამ“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე სამტრედიის საფეხბურთო სკოლის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებითა და სუვენირებით დაჯილდოვდნენ. საფეხბურთო...
პედაგოგი ანატოლი ყურაშვილის ხსოვნა
გარდაიცვალა დამსახურებული პედაგოგი ანატოლი (ტოლიკი) ყურაშვილი. ბატონი ანატოლი, 1968 წლიდან იყო ხიბულისა და ნარაზენის საშუალო სკოლების მასწავლებელი. არაერთი ახალგაზრდის აღმზრდელი და დამკვალიანებელი. თავად ანატოლი მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი ვაჟი გახლდათ, – ოჯახის, და – ძმების პატივისმცემელი, მრჩეველი და წინამძღოლი, ახლობლებისა და თანასოფლელების ჭირისა და ლხინის გამზიარებელი და თანამდგომი. ბატონ ანატოლის დიდი...
30-31 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30-31 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო 1-2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30-31 აგვისტოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 1-2 სექტემბერს...
უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ...
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა. "საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. პროექტის...
“კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ხობის ოფისი გახსნა
პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ხობის ოფისი გახსნა. "ის შემართება, რაც არსებობს ხობში, არის გასამრავლებელი და გადასადები სხვებზე. წელს ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ხალხს ეს უნდა, ხალხს სურს ცვლილებები."..განაცხადა ნიკა მელიამ ოფისის გახსნაზე.
დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. “თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის...
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
დღეს, 19 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.