Blog

25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...

გამოცდები 2024-ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულებისათვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელ პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის...

მერიამ სპეციალიზებული ნაგავმზიდი ავტომანქანა და ერთი ერთეული ამწე კალათა შეიძინა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი ერთეული, სპეციალიზებული ნაგავმზიდი ავტომანქანა და ერთი ერთეული ამწე კალათა შეიძინა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეძენილი ავტომობილების საერთო ღირებულება 521 677 ლარს შეადგენს. უწყების ცნობით, ახალი ტექნიკა ადგილობრივ თვითმმართველობას შესაძლებლობას მისცემს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გაუმჯობესებული სერვისი შესთავაზოს.

სამინისტრო: ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის...

შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა მუსლიმებმა ყურბან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა მუსლიმებმა ყურბან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს.ყურბან-ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა, ზურაბ ტარიელაძემ აღავლინა. ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ მიულოცა. ყურბან-ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული ოთხი დღის განმავლობაში გრძელდება. მორწმუნეები ამ დღეს უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს. ინფორმაციას...

პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას

2015 წელს, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას ორი ხობელი ახალგაზრდის – ინდირა და ლიზი ზარანდიების სიცოცხლე ემსხვერპლა. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავები...

საჯიჯაოში და ძველ ხიბულაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საჯიჯაოში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნება, ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა და ხიდის რეაბილიტაცია. ძველი ხიბულაში მიმდინარეობს მილხიდის, ხიდბოგირის და ორი ხიდის რეაბილიტაცია. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 272276 ლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 705000 ლარი გამოუყო.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები შეხვედრის მონაწილეებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა სოფია კვიკვინიამ გააცნო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მომხსენებელმა ისაუბრა კანონით გათვალისწინებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: მონაცემთა...

შუა ქვალონში მინისტადიონის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ხობის მუნიციპალირეტის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, ხოლო პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 60592 ლარი შეადგინა. რეაბილიტირებული სპორტული მოედანი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საჯიჯაოს...

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. “საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი...