ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ერთი მილიონ ოცდაერთი ათასი ლარის ღირებულების 53 პროექტი განხორციელდა. უწყების ცნობით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოეწყო სკვერები, გარე განათების სისტემები, მინისტადიონი, მილხიდები და ხიდბოგირები. ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, აშენდა მოსაცდელები და რეაბილიტირდა გზები. 2024 წელს, მოქალაქეებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში...
სკოლებში პირვეკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლიდან, სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. რეგისტრაციის ვადები: I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2025წლის 10მარტიდან...
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება
2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა. “წელსაც ცენტრის მთავარი რჩევა გამოსაცდელებისათვის იქნება, რომ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება...
28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები. უწყების ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში,...
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე. “დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო...
ხობში დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილია ცხელი ხაზი
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 27 თებერვლის ჩათვლით დროებით შეჩერებულია. უწყების ცნობით, თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს. "პრობლემურ უბნებზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები. ხობის მუნიციპალიტეტში შექმნილი უამინდობის გამო მერიაში შექმნილია ცხელი...
27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თოვლი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია...
მერია – ხობში თოვლისგან იწმინდება საავტომობილო გზები
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით თოვლისგან იწმინდება საავტომობილო გზები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს. პრობლემურ უბნებზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები,
23-25 თებერვალს თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. “საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა....
მომდევნო დღეებში ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.