ხობში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის კულტურის სასახლეში, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით, ხოლო 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. “თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):...

“ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.

ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად – ანრი ოხანაშვილის, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა, ყოფილ მინისტრებს – ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საბურავზე დატანილი...

ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საღვინჯილიოს უბანში გზის და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 342 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით ხორციელდება. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს

ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება. “შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება  ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ...

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა გრძელდება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას. „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების” პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა 2024-2025 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსებისთვის...

ხობში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია და მინი სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობში ნოდარ შენგელიას სახელობის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია და ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მინი სტადიონების რეაბილიტაციისთვის 154 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი. სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებს მერია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.