შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გურამ ზესაშვილმა, სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. პოლიციის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღჭურვილია უახლესი ინვენტარით. საჯიჯაოში პოლიციის შენობა ამ დრომდე არ არსებობდა. განყოფილებაში დასაქმებული პოლიციელები ხობის მუნიციპალიტეტის 5 სოფელს მოემსახურებიან. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და...
28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენოს ინფორმაციით, 28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33, ხოლო 26-27 ივლისს +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს...
ხობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი ინვენტარით აღიჭურვა
ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის, მკლავჭიდის და ტაეკვონდოს ჯგუფებისთვის შეძენილი ინვენტარი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ დაათვალიერეს. „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ცენტრმა 141 000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით...
9 აპრილის სკვერში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა
ქალაქ ხობში, 9 აპრილის სკვერში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა.
ახალ ხიბულაში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია სპორტული, ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მოედანი და რეკრეაციული სივრცე. შენობის ეზოში და შესასვლელებთან მოეწყობა შშმ პირთა პანდუსები, ხოლო შენობაში დამონტაჟდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული ლიფტი. სკოლა უზრუნველყოფილ იქნება ვიდეომეთვალყურეობის, სახანძრო...
ხობში ოპერაციების თანადაფინანსების ქვეპროგრამით 164 ბენეფიციარმა ისარგებლა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, "ხობის მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, "ხობის მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, ოპერაციების თანადაფინანსების ქვეპროგრამით 164 ბენეფიციარმა ისარგებლა. უწყების ცნობით, 2024 წლის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ბიუჯეტი 662 450 ლარს შეადგენს. სოციალური პროგრამა ხობის...
B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფომაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. “პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები,...
ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ბიაში ხიდი სტიქიის დროს დაზიანდა და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 48498 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს, ხობის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზიანებული 13 ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხობის მუნიციპალიტეტს 705000 ლარი გამოეყო.
ქარიატში სამელიორაციო – ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში მასშტაბური სამელიორაციო - ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქარიატაში მდინარე ცივის ნაპირზე მიწაყრილის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, დაგეგმილია წყლის სატუმბი სადგურის მშენებლობა და წყალშემკრები არხების სრული რეაბილიტაცია. "პროექტის განხორციელების შედეგად საკარმიდამო მიწის ნაკვეთების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება. სამელიორაციო...
ხორგაში სამელიორაციო არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გამოღმა შუა ხორგაში სამელიორაციო არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად შუა ხორგაში ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება მთავარი წყალშემკრები არხები. ხობის მუნიციპალიტეტის მეიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად არხებში წყლის გამტარიანობა გაიზრდება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება. სამელიორაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ აწარმოებს.