გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან...
ხეთაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტს მოქალაქეთა წინადადების საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მერია ახორციელებს. პროექტის შესაბამისად იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები, ლითონის ცხაური და ბეტონის სანიაღვრე არხი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და მოქალაქეებს კეთილმოწყობილი საგზაო...
მომდევნო დღეებში ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება,...
საღვინჯილიოს უბანში, გზის და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საღვინჯილიოს უბანში, გზის და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უწყების ცნობით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 342 ათას ლარს შეადგენს. "იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინაბეტონის მილები, ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება ერთ კილომეტრიანი არხი. სამუშაო ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატვით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით ხორციელდება. "-აღნიშნულია...
10 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა...
ლუბეკის არხზე ნაპირდამცავი გაბიონი შენდება
ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ლუბეკის არხზე ნაპირდამცავი გაბიონი შენდება. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.
ხობში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის კულტურის სასახლეში, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით, ხოლო 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. “თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):...
“ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.
პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება
პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.