16 აგვისტოს ხობის ცენტრალურ პარკში გაიმართება ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი ჯგუფ "ურსას" და DJ Zukay მონაწილეობით.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2024 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2024...
ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
ქალაქ ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა სულებს სანთლები დაუნთეს. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ...
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
აგვისტოს ხუთ დღიანი ომიდან 16 წელი გავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე. უწყების ცნობით, განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის...
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი ინვენტარით აღიჭურვა
ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი სპორტული სავარჯიშო ინვენტარით აღიჭურვა. "ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ფიტნეს დარბაზისთვის შეძენილი ინვენტარი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, მერის მოადგილეებმა რევაზ ზაქარაიამ და დავით ბერაიამ დაათვალიერეს. ფიტნეს ცენტრის დარბაზისთვის 33 დასახელების, 116670 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით იქნა შეძენილი. სპორტული სავარჯიშო ინვენტარი მოიცავს: სარბენ...
კურსდამთავრებულები სახელმწიფო დაწესებულებებში 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან
2024 წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულები სახელმწიფო დაწესებულებებში 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირების 13 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. იხილეთ ვაკანსიები: ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი საქმისწარმოების საკითხებში - https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88188… ადმინისტრაციული...
ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
სეს-ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს – ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს. “კვლევის შედეგად, პესტიციდების...
2 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი
2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. "თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 31 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებს ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება....