ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტის შესაბამისად ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან გაიწმინდება სამი არხი და მოეწყობა რკინა-ბეტონის მილები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 95888 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების შედეგად სანიაღვრე არხების გამტარუნარიანობა გაიზრდება და...
ხვალ დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მწერალი, მთარგმნელი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული გმირი, ზვიად გამსახურდიას დღეს, 86 წლის გახდებოდა. 34 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას:...
ხობში პრეაქსელერაციის პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით პრეაქსელერაციის პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, IT Knowledge-თან თანამშრომლობით, პრეაქსელერაციის პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც 14-დღიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს ადგილობრივ მეწარმეებს ინოვაციური ბიზნეს იდეების განვითარებაში. პროგრამის პირველ ეტაპზე ჩატარდება Ideation Workshop...
29-30 მარტს ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 29-31 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში 29-30 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 31 მარტს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...
ხობელმა სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე ხობელმა სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს. ხობელმა მოჭიდავემ, გიორგი მუნჭავამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ზურიკო ფიფიამ და ვიტალი ცხადაიამ მესამე ადგილი დაიკავეს. წყარო: Khobi-info
გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, 25-27 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 25 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 26-27 მარტს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. “ქ. თბილისში 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება....
24 მარტიდან გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. “ქ. თბილისში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი...
ხობში ფიტნეს დარბაზი გაიხსნა
ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნესის დარბაზი გაიხსნა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიიის ინფორმაციით, სპორტული დარბაზით სარგებლობა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ...