ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა. "საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. პროექტის...
“კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ხობის ოფისი გახსნა
პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ხობის ოფისი გახსნა. "ის შემართება, რაც არსებობს ხობში, არის გასამრავლებელი და გადასადები სხვებზე. წელს ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ხალხს ეს უნდა, ხალხს სურს ცვლილებები."..განაცხადა ნიკა მელიამ ოფისის გახსნაზე.
დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. “თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის...
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
დღეს, 19 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.
მერმა წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
დღეს, ხობის ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა. მოსწავლეებს სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედლებზე დამთავრება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ მიულოცა და სიგელები გადასცა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ხობის...
ხობში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა
ხობში, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფეინთბოლის ჩემპიონატში ხობელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 10 გუნდი მონაწილეობდა. ფეინთბოლში მუნიციპალური პირველობის გამარჯვებული გუნდი საჯიჯაოს „გოგე“ გახდა, მეორე ადგილი ახალსოფლის "ჯიჯივაიპმა" დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე პირველი ხორგის გუნდი "დრაკონები" გავიდა....
“ოცნებამ” ფოთი, სენაკი, ხობის დელეგატად გიორგი ხახუბია წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. ფოთის, სენაკის, ხობის მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის დელეგატი გიორგი ხახუბია იქნება. გიორგი ხახუბია ამჟამად ხსენებულ საარჩევნო ოლქში მოქმედი მაჟორიტარია.
“ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრს” აკუსტიკური და ციფრული პიანინო გადაეცა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში - "სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება" გამარჯვებულ "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრს" აკუსტიკური და ციფრული პიანინო გადაეცა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადმოცემული აკუსტიკური პიანინოს ღირებულება 15000 ლარია, ხოლო ციფრული პიანინოსი - 4800 ლარი. პროექტის მიზანს უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში...
ხობში ბენეფიციარებს სამშენებლო მასალები გადაეცათ
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. ბენეფიციარებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი, სახლის გადასახური მასალა, ხოლო ავარიული სახლების გასამაგრებლად - ცემენტი და ბლოკი გადაეცემათ. ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 113 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა 40 ოჯახს...
რიკოთის ახალი 1800 მ-იანი გვირაბი გაიხსნა
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია. “დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება....