რეგიონებში, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში მობილური ბრიგადები გაიგზავნება, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიაწოდონ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მობილური ბრიგადები გაიგზავნება სხვადასხვა რეგიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, რათა...
საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებელთა 33 პროცენტი გარკვეული პირობებით დაიშვება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 33%-ს გარკვეული პირობებით დაუშვებენ. „მატჩზე დაიშვება მაყურებლების 33%, ოღონდ ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი,...
კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება
ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით“, – განმარტ გიორგი ღიბრაძემ.
კვების ობიექტები 6 ოქტომბრიდან მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ
6 ოქტომბრიდან კვების ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და ისინი ფუნქციონირებას კვლავ 23:00 საათამდე შეძლებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ