სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით (სინოფარმი) დღეს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აიცრა. „იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წაინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება....
ხობში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ხობის მკვიდრი, 57 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 024 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი...
ხობში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კოვიდ კლინიკაში, კორონავირუსით გარდაცვალა ხობელი, 65 წლის მამაკაცი. საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 688 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 995 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 456, პისიარტესტით – 14 539.
თორსაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მედიასთან საუბარში, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა საბახტარაშვილმა განაცხადა: "აჭარა ტექსტილის" თანამშრომელია ქალბატონი, რომელსაც დაუდასტურდა რამდენიმე დღის წინ, მისი კონტაქტები გაიტესტა და დღეს გამოვლინდა 7 ახალი შემთხვევა. ლოკალურად არის ერთ ქუჩაზე. უბნის ექიმი ტესტავს სოფლის მოსახლეობას, ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ გვაქვს".