12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.18%-ს შეადგენს, რაც ჯამში 358 782 ამომრჩეველია. ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. აქ საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 24.6%-ს. ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-მთიანეთშია – 13.2%.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს
საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. ცესკოს ინფორმაციით, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. “ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ...
თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის ცესკოს 23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ
ცესკოს ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს კონტაქტ-ჰაბს – 2 51-00-51 (0). “სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში...
ცესკო-თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქალაქეები 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. “შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის; მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1830 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი;...