9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მეორე...