ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით“, – განმარტ გიორგი ღიბრაძემ.